რუსეთიდან 20 გერმანელ დიპლომატს გააძევებენ
რუსეთიდან 20 გერმანელ დიპლომატს გააძევებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მანამდე რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების გადაწყვეტილება გერმანიის საგარეო უწყებამ მიიღო, რასაც მოსკოვის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
