ომის 424-ე დღე
უკრაინა დონბასში ოკუპანტთა თავდასხმებს იგერიებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა სხვადასხვა ლოკაციაზე 3 სარაკეტო, 24 საავიაციო და 20 საზენიტო გასროლა განახორციელეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით, თუმცა ოკუპანტები, მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ქალაქებზე კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ.
