ვითარება სუდანში
ამერიკელმა სამხედროებმა დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განახორციელეს. ამის შესახებ სუდანის გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელობამ განაცხადა. მათივე ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციისთვის 6 თვითმფრინავი გამოიყენეს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც დაადასტურეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სუდანის არმია და „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ერთკვირიან დაპირისპირებას სუდანში უკვე ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანი, სამი ათას 500-ზე მეტი, კი დაიჭრა.
