ელექტრონული არჩევნები
პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედურ, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებამდე 6 დღე რჩება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თვამჯოდომარის განცხადებთ, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება და სრულად ელექტრონული ფორმატის იქნება. გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა ისიც, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისას. შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ საქართველოს პარლამენტის ფოთი, სენაკი, ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
