მედიკამენტი, რომელსაც მსოფლიო ამ დრომდე იკვლევს
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მეხუთე დღეა კანცელარიასთან იმყოფებიან. გვიან ღამით მორიგი სოლიდარობის აქცია გაიმართა. მშობლების მოთხოვნა უცვლელია, ისინი სამკურნალო მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ. ასევე სურთ პრემიერთაnნ და სახალხო დამცველთან შეხვედრა.
