სანქციები გაურკვეველი მიზეზებით
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მოსამართლეების დასანქცირების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარტნიორული ურთიერთბები არ ნიშნავს, რომ მათი მოსაზრებები უაპელაციოდ უნდა გაიზიარონ. მისივე განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვით მოსამართლეების გათავისუფლებაზე მსჯელობის უფლება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს აქვს. მიხეილ სარჯველაძის თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს.
