ოპოზიციის უშედეგო ინიციატივა
სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთხელ შეაფასეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ. მისივე თქმით, ეს კონსტიტუციის მთავარი მიდგომაა და სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკურად განხილვა რისკის შემცველია.
