მზადება საიუბილეო გამოფენისთვის
ეროვნული გალერეა გურამ ქუთათელაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენისთვის ემზადება - ხიტა ქუთათელაძე ცნობილი მხატვრისა და სამხატვრო აკადემიის ფუძემდებლის აპოლონ ქუთათელაძის ოჯახში დაიბადა. მან საბჭოთა ეპოქაში შეწყვეტილი ავანგარდისა და მოდერნიზმის იდეები ახალი ფორმით დააბრუნა ქართულ მხატვრობაში. გამოფენის „ლანდშაფტის მაგია“ და კატალოგის პრეზენტაცია ეროვნულ გალერეაში 23 აპრილს შედგება
