ნუცა ბუზალაძის გზა გამარჯვებისკენ გრძელდება
„American Idol“-ის მომდევნო ეპიზოდში გაირკვევა, 26 კონკურსანტიდან ვინ მოხვდება ტოპოცეულში და მათგან რომელი კონკურსანტები განაგრძობენ ბრძოლას გამარჯვებისთვის. 12 ფინალისტიდან ორს ჟიური შეარჩევს, ხოლო ათის ბედს კონკურსში მაყურებელთა ხმები გადაწყვეტს. ნუცა ბუზალაძე მომდევნო ტურში, სხვა კონკურსანტებთან ერთად, 12 რჩეულს შორის მოსახვედრად იბრძოლებს. ხმის მიცემა და მხარდაჭერა ახლა უმნიშვნელოვანესია. მომდევნო ეპიზოდის ტელეტრანსლაცია ნიუ-იორკის დროით 23 აპრილს, 20:00 საათზე, ლოს-ანჯელესის დროით 17:00 საათზე, ხოლო თბილისის დროით 24 აპრილს, 00:04 საათზე დაიწყება
