რუსთავის მუნიციპალიტეტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში რუსთავის მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორმა კევინ მაკლოკლინმა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ შეროზიამ მოაწერეს
