სასამართლომ მალხაზ პაქსაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული 2013 წელს გაემგზავრა სირიაში, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ და აქტიურ მონაწილელობას იღებდა ხსენებული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში - ამასთან, დადგენილია, რომ მას კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან
