ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა
საქსტატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. კვლევა 2022 წლის ივლის-სექტემბერში ჩატარდა და ის ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე ასპექტს მოიცავდა, მათ შორისაა განათლება, ჯანდაცვა, სასკოლო კვება. ანგარიშში ასევევ ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა.
