გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. მოსამართლემ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი, განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები.
