თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით ოპოზიცია ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს
ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ მანავგათში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ჩვენ ვაწარმოებთ დაბალანსებულ პოლიტიკას და ომის მონაწილე არცერთი ქვეყნის მხარეს არ ვართ. ოპოზიცია კი ამბობს, რომ გარკვეულ პოზიციას დაიკავებს, რითაც ბალანსს დაარღვევს. თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, ქვეყანას ომში ჩაითრევენ.“-აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
