ევროკავშირი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვების შემოღებას გეგმავს
ევროკავშირი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვების შემოღებას გეგმავს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ევროკავშირი უკრაინული მარცვლეულის იმპორტის შედეგად უკრაინის მეზობელი 5 ქვეყნის დაზარალებული ფერმერებისთვის კომპენსაციის სახით 100 მილიონი ევროს გამოყოფს. პარალელურად, იგეგმება უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვების შემოღება.
