დასავლური სამხედრო ტექნოლოგიები რუსეთში
რუსეთი ახორციელებს დასავლური იარაღის ტექნოლოგიების იმპორტს სანქციების გვერდის ავლით, მათ შორის, სომხეთიდან და ყაზახეთიდან. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაფიქსირებულია ჩიპების და სხვა ელექტრონული კომპონენტების გაყიდვების ზრდა რუსეთში სომხეთის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების გავლით.
