აშშ-ის მორიგი სამხედრო დახმარება უკრაინას
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო. 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტში „ჰაიმარსები,“ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და ნაღმები შევა. გარდა ამისა, უკრაინა სხვადასხვა სახის საველე არჭურვილობასა და ტყვია-წამალს მიიღებს.
