ვითარება უკრაინაში
უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ძირითადი ძალები რუსეთს ბახმუტში ჰყავს კონცენტრირებული, თუმცა დიდძალი დანაკარგის მოუხედავად, ქალაქის სრულად აღებას ვერ ახერხებს. მძიმე ბრძოლები გრძელდება ავდეევკის, მარინკისა და ლიმანის მიმართულებითაც.
