„კონფლიქტი საქართველოში“
„კონფლიქტი საქართველოში“ - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიში 19 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ანგარიში აღწერს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.
