ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება
ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება. ლევან ხაბეიშვილის გუნდი ნიკა მელიას მხარდამჭერებს, რეგიონებში თანამდებობებიდან ათავისუფლებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარტია დაშლის პირასაა, რაც მათი შეფასებით ქვეყანაში ზოგადი პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესებისთვის სასარგებლო იქნება.
