საგამოძიებო კომისია და ოპოზიციის მიზანი
როდის შედგება მორიგი კენჭისყრა სასამართლოს საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია. ოპოზიციას ლოდინი სავარაუდოდ მომდევნო სასესიო კვირამდე მოუწევს. უმრავლესობის დეპუტატებმა 19 აპრილსაც უარი თქვეს რეგისტრაციაზე, რომელიც კენჭისყრის წინ გასავლელი სავალდებულო პროცედურაა.
