ნუცა ბუზალაძის ამერიკული ოცნება
„ამერიკან აიდოლის“ქართველი მონაწილის, ნუცა ბუზალაძის გუშინდელი პერფორმანსი, დასავლურმა მედიამ „ვარსკვლავურ გამოსვლად შეაფასა“. ნუცა მაყურებლისა და ჟიურის წინაშე გრეის პოტერის სიმღერით წარდგა. დღეიდან მონაწილეთა ბედს პროექტში, მაყურებელთა ხმები წყვეტს, ხმის მიცემის პროცესი 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და საქართველოს დროით, 14 საათზე შეწყდა. პრესტიჟული ამერიკული კუნკურსის ამჟამინდელი შედეგებით, ნუცა ბუზალაძე 26 საუკეთესო შემსრულებელს შორისაა. ხმების რაოდენობა და შემდეგ ტურში გადასული მონაწილეების ვინაობა, მომდევნო ეპიზოდში გახდება ცნობილი.
