რა ხდება სუდანში
სუდანში ვითარება სულ უფრო უკონტროლო ხდება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ასევე თავს დაესხნენ ევროკავშირის ელჩს. ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს. ხართუმიდან საქართველოს მოაქალაქეების გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 40-მდე ჩვენი თანამემამულე, თავს უსაფრთხო ადგილს აფარებს. ოფიციალური თბილისი მათ გამოსაყვანად, პარტნიორებთან ერთად მუშაობს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
