საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა საქართველოს მიერ, ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში განიხილეს, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად, პირველად მომზადდა და ამ პროცესს კოორდინაციას, საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა.
