ირაკლი ქარსელაძის განცხადება
ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმ ვითარებაზე ისაუბრა, რომელიც რიკოთის 147-ე კილომეტრზე შეიქმნა. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით გზის ამ მონაკვეთზე განვითარდა ქვათაცვენა, რაც მომატებულ საფრთხედ შეფასდა, რის გამოც უწყებამ მიიღო დიდი ქვის მასების ჩამოშლის პროვოცირების გადაწყვეტილება. მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ კადრებსაც, მისი თქმით ეს კადრები რეალობას არ ასახავს.
