პრემიერი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე
ე.წ ქოლცენტრების საქმეზე, დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, გამოვლინდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში.
