24 აპრილიდან თბილისის ქუჩების მორეცხვა დაიწყება
24 აპრილიდან თბილისის ქუჩების მორეცხვა დაიწყება. დასუფთავდება ასზე მეტი ქუჩა, გზატკეცილები, პანდუსები, გვირაბები, ხიდები, როგორც პირველი, ისე მეორე კატეგორიის ქუჩები. სამუშაოები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილი დასუფთავების სამუშაოები კახა კალაძემ დააანონსა.
