სუდანში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 180-მდე გაიზარდა
სუდანში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 180-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1 800-ზე მეტი ადამიანი. გენერალ ბურჰანსა და ჰემედტის შორის მიმდინარე შეტაკებების ფონზე, დედაქალაქ ხართუმში გათიშულია ელექტროენერგია. მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალიც. როგორც დასავლური მედია წერს, რამდენიმე საავადმყოფოსა და ჰუმანიტარულ ობიექტზე, თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ცნობით, ხართუმში მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლი იყო გახსნილი. გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკება, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, სამი დღის წინ დაიწყო.
