American Idol-ის ნუცა ბუზალაძის გუშინდელი პერფორმანსი დასავლურმა მედიამ „ვარსკვლავურ გამოსვლად შეაფასა“
ნუცა მაყურებლისა და ჟიურის წინაშე გრეის პოტერის სიმღერით წარდგა. ქართველი მომღერალი ახლა ხმებს ელოდება, ხმებზეა დამოკიდებული, გააგრძელებს თუა არა მონაწილეობას პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსში. ხმის მიცემის პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება და თბილისის დროით 14 საათზე დასრულდება.
