მაკრონის მიმართვა
საფრანგეთში საპენსიო რეფორმით გამოწვეული პოლიტიკური და სოციალური კრიზისის, მოსახლეობის პროტესტის ფონზე, პირველად გავრცელდა პრეზიდენტის მიმართვა, მაკრონმა აღიარა, რომ საპენსიო რეფორმამ, მოქალაქეების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, რეფორმა ძალაში შემოდგომიდან შევა, საზოგადოებაში შექმნილი დაძაბულობის განსამუხტავად კი, ახალი შრომითი რეფორმა დააანონსა.
