სლოვაკეთმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი დროებით შეწყვიტა
სლოვაკეთმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი დროებით შეწყვიტა. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინიდან დროებით შეწყდება როგორც მარცვლეულის, ასევე სხვა პროდუქტების იმპორტი. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთმა და უნგრეთმაც. შეზღუდვა 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
