სუდანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები დაგმო გაეროს გენმერალურმა მდივანმა
ანტონიო გუტიერეშმა საგანგებო განცხადება გააკეთა და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, მშვიდობის აღდგენისა და კრიზისის დასარეგულირებლად, დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, სუდანში შექმნილ ვითარებაზე, გაეროს უშიშროების საბჭო დახურულ კარს მიღმა იმსჯელებს.
