თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მოძრაობენ
თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მოძრაობენ. მგზავრობა უფასოა. ტრანსპორტი დღეს 20 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით ივლის.
