სრულიად კათოლიკოს პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღება მშვიდობაზე გაამახვილა
სრულიად კათოლიკოს პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღება მშვიდობაზე გაამახვილა. ილია მეორე წერს, რომ ვცხოვრობთ რთულ, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია. პატრიარქი ამბობს, რომ უნდა ვიზრუნოთ მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის, აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის.
