პრემიერა ამბროლაურის თეატრში
აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით სპექტაკლის პრემიერა შედგა ამბროლაურის თეატრში. სპექტაკლ ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ რეჟისორი მამუკა ცერცვაძეა და მასში სხვადასხვა თეატრების მსახიობები მონაწილეობენ. პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. მინისტრმა თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებს წარმატებული პრემიერა მიულოცა და სხვადასხვა რეგიონის თეატრის დასებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
