ბრძოლები აღმოსავლეთის ფრონტზე
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე ქალაქი სლავიანსკი გახდა, რომელზეც დარტყმები „ეს-300“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი ემსხვერპლა. 20-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 წლის ბავშვიცაა. მძიმე ბრძოლები გრძელდება აღმოსავლეთის ფრონტზე. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება, რომლის აღებასაც რუსული ძალები, მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ვერ ახერხებენ. ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს უკრაინა ავდეევკის, მარინკისა და ლიმანის მიმართულებითაც.
