მაკრონმა საპენსიო რეფორმის კანონს ხელი მოაწერა
პარიზში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. მასობრივი არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ პრეზიდენტ მაკრონის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმა დაამტკიცა, მოგვიანებით კი პრეზიდენტმა სადავო კანონს ხელი მოაწერა. მაკრონის რეფორმა საპენსიო ასაკის 2 წლით გაზრდას ითვალისწინებს, რასაც საფრანგეთის მოსახლეობა უკვე 3 თვეა, აპროტესტებს.
