„მისტერ ოფშორის“ თაღლითური სქემა
„მისტერ ოფშორი“, იგივე დავით კეზერაშვილი - ასე გააცნო დასავლურ საზოგადოებას ბბს-ის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფმა, სიმონა ვეინგლასმა, როცა ფართო აუდიტორიას ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის შესახებ უამბო. ამ ფილმში აღწერილი ისტორია, სინამდვილეში ქართული საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, უბრალოდ ბბს-ის გამოძიების მიხედვით, ახლა უკვე ქვეყნის მიღმაც მისწვდათ ხმები, რომ ევროპული ღირებულებების სახელით პოზიციონირებული დავით კეზერაშვილი ევროპული საქმით დაკავებული სულაც არ არის. სიმონა ვეინგლასი ვარაუდს გამოთქვამს, რომ „მისტერ ოფშორმა“ ბიზნეს-ამბიცია ამჯერად სავარაუდოდ პენსიონერების პენსიების მითვისებით დაიკმაყოფილა. კეზერაშვილი ყველაფერს უარყოფს, ისევე როგორც უარყოფს ქართული ჯარის ძარცვის ბრალდებას, წლების განმავლობაში ქართული ბიზნესის რეკეტს, ნაციონალური მოძრაობის ჩრდილოვან მმართველობასა და თავმჯდომარის არჩევნებში ჩარევას. მოკლედ, დავით კეზერაშვილი გვიმტკიცებს, რომ არაფერ შუაშია. გაგიკვირდებათ და ბბს-ის გამოძიებაც ამბობს, რომ კეზერაშვილი შუაში არ არის, იმიტომ, რომ ის თავშია, როგორც თაღლითური სქემის სავარაუდო ჩრდილოვანი ბოსი, მაგრამ ბბს-ის გამოძიება ჩრდილში ყოფნის მოყვარულ მმართველს ჩრდილში დარჩენის შანსს არ უტოვებს. ყველაზე ავტორიტეტული მედიის მიერ მომზდადებული ფილმი არაერთ საინტერესო დეტალს შეიცავს, ჩვენ რამდენიმე ეპიზოდზე შევაჩერეთ ყურადღება და დღეს ამ ფილმიდან მნიშვნელოვან ფრანგმენტებს გიჩვენებთ, რომლებიც მარიამ გიგანმა თარგმნა, სწორედ მარიამ გიგანი დეტალებით იმის შესახებ, თუ როგორ გაშიფრა ბბს-იმ მისტერ ოფშორის აფიორა.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები