კულებას განცხადება
„თუ ვილნიუსის სამიტზე ნატო კიდევ ერთხელ, დაადასტურებს ღია კარის პოლიტიკას, ეს ჩვენთვის მიუღებელი შედეგი იქნება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „თუ შემოგვთავაზებენ დადებით ნაბიჯებს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, მაგრამ არ გადადგამენ ნაბიჯს უკრაინის გაწევრიანებისკენ, ეს მიუღებელი იქნება. ნატომ უნდა გადადგას ნაბიჯი წევრობისკენ და გადაწყვიტოს, როგორი იქნება უსაფრთხოების გარანტიები ამ მომენტიდან იქამდე, როდესაც უკრაინა ნატოს წევრი გახდება“, - აღნიშნა კულებამ.
