პრიგოჟინის მოწოდება პუტინს
რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს. „საჭიროა რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია - გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, შევატყობინოთ ყველას, რომ რუსეთმა დასახულ მიზანს მიაღწია. თეორიულად რუსეთმა ეს მსხვილი წერტილი უკვე მიიღო უკრაინელი მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებით და სხვა ნაწილის შეშინებით, რომელიც ევროპაში გაიქცა. - წერს პრიგოჟინი.
