შუალედური/რიგგარეშე არჩევნები
29 აპრილის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს შეეძლებათ შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი მოითხოვონ. ამისათვის მათ 21 აპრილის 18:00 საათამდე, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას, ან დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტჰაბს. ასევე, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზე“ შეუძლია ნახოს დეტალური ინფორმაცია და ფოტოები კონკრეტული ადაპტირებული უბნების შესახებ. რაც შეეხება გადასატან საარჩევნო ყუთებს, მათი მოთხოვნის მიზნით ცესკოს ამომრჩეველმა ასევე 21 აპრილის 18:00 საათამდე უნდა მიმართოს.
