მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:55 წუთზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. ვიდრე პატრიარქი შებრძანდებოდა, ტაძარში ხმაურით არაბი მართლმადიდებლები შევიდნენ. ამის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქმა მაცხოვრის საფლავს სასულიერო პირებთან ერთად სამჯერ ლიტანიობით შემოუარა.მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძარში შესვლამდე კი პატრიარქი განიმოსა, ის სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს.
