„ქრონიკის“ ექსკლუზივი
დავით კეზერაშვილის და თინა ბურჯალიანის ერთობლივი ფოტო, რომელიც იმ პერიოდშია გადაღებული, როდესაც “ბიბისი“ სკანდალურ ფილმს ამზადებდა, „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა . შეხვედრა ლონდონში, აზიურ რესტორანში შედგა , სადაც, „ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილი ბურჯალიანს ე.წ. ქოლცენტრების თაღლითური სქემის იურიდიულ საკითხებზე ესაუბრებოდა. თაღლითური სქემის შესახებ „ბიბისის“ საგამოძიებო ფილმში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას კეზერაშვილი. ქრონიკა მეორე დღეა ცდილობს თინა ბურჯალიანთან დაკავშირებას.
