ესპანელმა სპორტსმენმა ბეატრის ფლამინიმ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
მან 70 მეტრის სიღრმეზე, გამოქვაბულში, გარესამყაროსგან მოწყვეტილმა 500 დღე დაჰყო. ექსპერიმენტი პროექტ „ტაიმქეივის“ნაწილია, რომლის მიზანია, დაადგინონ, როგორც აისახება ადამიანის ფსიქიკასა და აღქმაზე სოციალური იზოლაცია და დროში დეზორიენტაცია. ბეატრის ფლამინი ალპინისტი, სპელეოლოგი და კლდეზე მცოცავია. ის სიერა-ნევადას გამოქვაბულში 2021 წლის 20 ნოემბერს ჩავიდა, როცა 48 წლის იყო და გამოქვაბულშივე აღნიშნა თავისი 50 წლის იუბილე.
