პარიზში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა
მასობრივი არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ პრეზიდენტ მაკრონის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმა დაამტკიცა, შემდეგ კი დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა მოაწერა. საბჭოს გადაწყვეტილება პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. აქცია, ტრადიციულად, პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. მაკრონის რეფორმა საპენსიო ასაკის გაზრდას 62-დან 64 წლამდე ითვალისწინებს. სადავო რეფორმას საფრანგეთში უკვე რამდენიმე თვეა, აპროტესტებენ.
