„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
განცხადებაში ნათქვამია - ყველა, ვინც საკუთარ თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრად მიიჩნევს, პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა იმუშაოს. განცხადებაში წერია , რომ გაუგებარია, რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ. შეგახსენებთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
