დღეს დედაენის დღეა - თარიღს ქვეყნის პირველი პირები ეხმაურებიან
დღეს დედაენის დღეა. თარიღს ქვეყნის პირველი პირები ეხმაურებიან. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 14 აპრილი ქართული ენის დღედ, თავად ქართველმა ხალხმა აქცია. „ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.“ - წერს პრემიერ მინისტრი. დედაენის დღის მნიშვნელობას პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში განცხადება, ხოლო პრეზიდენტმა, ვიდეო კლიპი მიუძღვნა.
