უკრაინაში ომის 415-ე დღეა
კვლავ მძიმეა ვითარება აღმოსავლეთ ფრონტზე. ბრიტანული დაზვერვის მტკიცებით, რუსული არმიის ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის გამო, ბახმუტში უკრაინულმა დანაყოფებმა უკან დაიხიეს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ახალ ანგარიშში წერს, რომ ოკუპანტებმა ქალაქ ბახმუტზე შეტევები მას შემდეგ გააქტიურეს, რაც რუსეთის თავდაცვამ და დაჯგუფება ვაგნერმა, კომუნიკაცია გააუმჯობესეს. უკრაინელი სამხედროები კი ქალაქის დასავლეთ ნაწილს, კვლავ აკონტროლებენ, მაგრამ მათ ძალების შევსება უჭირთ.
