კულება: თითოეულ სანტიმეტრს გავათავისუფლებთ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ნამდვილი მშვიდობა უკრაინისთვის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენას ნიშნავს. „თუ რუსეთი შეინარჩუნებს ყირიმს, ის გამოიყენებს მას, როგორც გამშვებ პუნქტს, რათა კიდევ ერთხელ შემოიჭრას უკრაინაში და დაამყაროს სრული კონტროლი შავ ზღვაზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გავათავისუფლებთ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“. - აღნიშნა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.
