14 აპრილი დედაენის დღეა
„ჩვენი დედაენა ჩვენი იდენტობის, ერთიანობისა და სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია.“ წერს ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 14 აპრილი თავად ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ. „ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.“ - წერს პრემიერ მინისტრი.
